მაისში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა შეხვედრები გამართა სენაკის, ხურჩის, ქუთაისის, თერჯოლის, ვანის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებთან.

შეხვედრის თემა იყო „ემოციები და სტრესი“. შეხვედრების პროცესში ფსიქოლოგმა გამოიყენა ე.წ. „ემოციების ამანათები“, სადაც ჩამოწერილი იყო ემოციების სახელები. მონაწილეები სხეულის ენით მინიშნებულ ემოციებს ასახიერებდნენ, რაც იყო სახალისოც და საინტერესოც.

„ემოცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი გამოხატვის ინდივიდუალური განსხვავებები დამოკიდებულია ასაკზე, წარსულ გამოცდილებაზე, ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე, მის ინტერესებსა და აქტივობებზე, ხასიათზე, სოციალურ გარემოზე და ა.შ. ქალებმა სავარჯიშოებით ბევრი რამ გაიგეს და ჩემს რჩევებსაც აუცილებლად გამოიყენებენ პრაქტიკაში“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა ეკა ქვაჩაკიძემ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ჩვენი ორგანიზაციის მომზადებული პარასპეციალისტები. სოციალური მუშაობის გაძლიერება ცალკეულ თემში ხელს უწყობს ძალადობის რისკების შემცირებას ოჯახებში.

პარასპეციალიტები თანამშრომლობენ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამორჩეულ ოჯახებთან (დევნილები, სოციალურად დაუცველები, კრიზისული ოჯახები). მათი აღჭურვა ინფორმაციით და სწორი გადამისამართება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სოციალურ საქმიანობაში.

მაისში ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრში მოხდა ოცი ქეისის იდენტიფიცირება და  გადამისამართება საჭირო სერვისებსა და პროგრამებზე. პარალელურად, ტარდება მონიტორინგი და მოწმდება წინა თვეებში იდენტიფიცირებული ქეისების მიმდინარეობა.

მუშაობისას „პარასპეციალისტები აქტიურად იყენებენ ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს „პარასპეციალისტის სოციალური მუშაობის გზამკვლევი თემის ლიდერებისთვის: ოჯახში ძალადობის რისკის  ქვეშ  მყოფიდა ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდასაჭერად.“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

უმუშევრობა, დაბალი ფინანსური შემოსავალი ოჯახებში თითქმის ყველა თემის აქტუალური საკითხებია.

ეს პრობლემები განსაკუთრებით სენსიტიურია ხურჩის თემში, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). საინფორმაციო შეხვედრებზე მსგავსი თემები აქტიურად განიხილება. შეკრებილები მსჯელობენ, გამოსავალს ერთობლივად ეძებენ. ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი ახალ ინფორმაციებს აცნობს მოსახლეობას და ცდილობს, ამ გზით ხელი შეუწყოს სრულფასოვანი გარემოს შექმნას.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული მონიტორინგი ადასტურებს, რომ ქალთა საჭიროებების ჩამონათვალში პროფესიული გადამზადების კურსები ყველაზე მოთხოვნადია.

საკითხის განხილვამ დაადასტურა, რომ ასეთი კურსები ქალებისთვის კარგი შესაძლებლობაა, შეცვალონ და საინტერესო გახადონ ცხოვრება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსების გახსნა ქალთა საჭიროებებს ნაწილობრივ დააკმაყოფილებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული შეხვედრები ახალი ინფორმაციის წყაროა მონაწილეებისთვის. გარდა ინფორმირებისა, შეხვედრებს ურთიერთობის და აზრთა გაზიარების მისიაც გააჩნია.

ქალები ხმამაღლა საუბრობენ საკუთარ და საერთო პრობლემებზე, შემდეგ პრობლემების მოგვარების გზებზე მსჯელობენ, გამოსავალს ეძებენ, გეგმავენ...

ამ პროცესში ფონდი „სოხუმი“ ყოველთვის მათთან ერთად არის და ცდილობს, ქალების საჭიროებებს უპასუხოს.

 

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

ინიციირება, სამოქალაქო განათლების ლექსიკონის მიხედვით, ნიშნავს რაიმე საკითხის წინ წამოწევას, საკუთარი ინიციატივით დღის წესრიგში დასმას.

ჩვენს სამუშაო პრაქტიკაში ხშირად ეწყობა ინიციირებული ღონისძიებები. განსაკუთრებით - ახალგაზრდულ ჯგუფებში.

ტრენინგებზე ახალგაზრდები ეცნობიან სხვადასხვა თემას კონფლიქტების მართვასთან თუ ძალადობასთან დაკავშირებით. შემდეგ კი თვითონ ავლენენ ინიციატივებს და ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს და კონკურსებს, ამზადებენ ვიდეორგოლებს და პოსტერებს, წერენ ესეებს, ხატავენ თემატურ ნახატებს და ა.შ.

ახლა აქტიურად იმართება ტრენინგები ახალგაზრდულ ჯგუფებთან და პარალელურად იგეგმება  ინიციირებული ღონისძიებები. ეს ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინტერესო დისკუსია გაიმართა ხონის დევნილთა დასახლების ქალთა ჯგუფთან. საუბრის თემა იყო  მიგრაციის ფსიქოსოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სტრუქტურული ასპექტები. მონაწილეებმა გაგვიზიარეს  თავიანთი ხედვა, რა ახდენს გავლენას მიგრაციის მასშტაბებზე, როგორია მისი სოციალური შედეგები და გვერდითი ეფექტები, რა შეიძლება გაკეთდეს მიგრაციის პრევენციისთვის.

„როცა სტატისტიკით, ბოლო წლებში ემიგრირებულთა 43% არის 15 წლამდე ასაკის ბავშვი, რა თქმა უნდა, განგაშის მიზეზი ნამდვილად გვაქვს“.

„ხონში მიგრაციის დიდი ტალღა 10-15 წლის წინათ იყო. ქალებში წამსვლელიც არავინ დარჩა. ახლა უფრო მეტად ახალგაზრდების მიგრაციაა“.

„მიდიან და უკან დამბრუნებელი, ფაქტობრივად, არავინაა“.

„მიგრაციის პრევენციისთვის, პირველ რიგში, საზოგადოებას მისი სოციალური შედეგები უნდა გავაცნოთ. ერთად მოვიფიქროთ, რა სჭირდებათ ადამიანებს, განსაკუთრებით - ქალებს, იმისთვის, რომ არ გადადგან ეს ნაბიჯი“.

გაჟღერდა ბევრი კონკრეტული იდეა, რომელიც შეეხება იმ სფეროებს, სადაც ქალების დასაქმების რეალური შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს და მათი მხარდაჭერის პირობები შეიქმნას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხუთმა ახალგაზრდულმა კლუბმა მიიღო ქალთა ფონდი „სოხუმის“ მცირე გრანტი. და ხუთ მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგები აქტუალურ თემებზე.

საპროექტო განაცხადში თერჯოლის ახალგაზრდული კლუბის წევრები წერდნენ: თანამედროვე მსოფლიოში მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება ხშირად დგას გამოწვევების წინაშე. ამ პრობლემის შესაცნობად და ურთიერთობების გასაჯანსაღებლად შევიმუშავეთ პროექტი „ჰარმონია ოჯახში – ურთიერთგაგება თაობებს  შორის“. ტრენინგზე იყო აქტიური დისკუსია, შთამბეჭდავი ემოციები და სამომავლო გეგმების დასახვა...

ამ თემას მიუძღვნა ტრენინგი წყალტუბოს ახალგაზრდულმა კლუბმა: „მშობლებისა და შვილების ურთიერთობების გავლენა პიროვნულ განვითარებაზე“. მონაწილეებმა „ემოციების ხეზე“ სიმბოლურად გამოხატეს დამოკიდებულება მშობელ-შვილური ურთიერთობების მიმართ. იყო აქტიური ჩართულობა, როლური თამაში „შეცვალე პერსპექტივა“, დისკუსია. ერთ-ერთმა მშობელმა აღნიშნა: „შთამბეჭდავი ტრენინგი იყო. ვისაუბრეთ და მოვუსმინეთ ერთმანეთს. მსგავსი შეხვედრები ხშირად უნდა ტარდებოდეს!“

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა შეხვედრები ჩაატარა სენაკის, ხობის, წყალტუბოს, ვანის და თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მან შეხვედრებზე  ისაუბრა იმაზე, თუ რა ზიანს აყენებს ბავშვებს ძალადობა.

- ძალადობაგამოვლილ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების უმრავლესობა გამოირჩევა აგრესიული ქცევით. ბავშვი ადრეული ასაკიდან გამოიმუშავებს აგრესიული რეაქციების დამახასიათებელ სტილს და ინარჩუნებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ბავშვისთვის გარესამყარო მტრულადაა განწყობილი, უძლიერდება საფრთხის შეგრძნება და, სავარაუდოდ, მისი რეაგირებაც აგრესიულია.  ამიტომ  ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიხსნას მშობელმა ძალადობრივი გარემოდან, - აღნიშნავს ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე.

ქალები ფსიქოლოგის რჩევებს სასარგებლოდ მიიჩნევენ და ეს შეხვედრებიც მნიშვნელოვანია მათთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ინოვაციურ ცენტრში ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრაზე წარსდგა ჩვენი ფორუმ-თეატრი. მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია წამოჭრილმა პრობლემებმა. დისკუსიის დროს მათ აღნიშნეს, რომ აუცილებელია პრობლემებზე რეაგირება და საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა.

მეორე შეხვედრა ფორუმ-თეატრმა წყალტუბოს სკოლაში გამართა. თანატოლების წინაშე გამოსვლა ყოველთვის საინტერესო და საპასუხისმგებლოა. მოსწავლეებს მოეწონათ წარმოდგენები, აქტიურად ჩაერთნენ როლებში, გულახდილად ისაუბრეს ახალგაზრდა თაობის პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.

ფორუმ-თეატრის გამოსვლები აფიქრებს მაყურებელს და სწორი გამოსავლის პოვნაში ეხმარება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები